“ყველა ლიდერის წინააღმდეგ, ვინც გაბედა, მშვიდობისთვის გაელაშქრა და დაეგმო ომი, მოხდა ძალიან მძიმე ფაქტები” – მათიკაშვილი

“ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა ის გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და რომლის წიაღშიც ხდება გამოკვლევა იმის, თუ რა სახით მზადდებოდა ტერაქტი/შეთქმულება ხელისუფლების შესაცვლელად და პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, – ამ საკითხის შესახებ მმართველი გუნდია წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“ყველა ლიდერის წინააღმდეგ, ვინც გაბედა, მშვიდობისთვის გაელაშქრა და დაეგმო ომი, მოხდა ძალიან მძიმე ფაქტები. ჩვენ გვახსოვს სლოვაკეთის პრემიერის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი, ორბანი კინაღამ შეგნებულად დაგეგმილ ავტოკატასტროფაში მოჰყვა, ტრამპის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტი – ყველა ეს პირი, მათი დღის წესრიგი რომ ვნახოთ, ერთმნიშვნელოვნად მოუწოდებდა მსოფლიოს.

“ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილმა და იმ ხელისუფლებამ, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დროს საქართველოს ხელისუფლებაში იყო, გააკეთა ყველაფერი, რომ საქართველო, ჩვენი პატარა ქვეყანა არ ჩართულიყო ამ გლობალურ კატასტროფაში”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები