“გვასანქცირებენ იმ პოლიტიკის არგატარების გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია და რომელიც აშშ-ს უნდა” – ქადაგიშვილი
“რა დასაბუთება უნდა ჰქონდეს საქართველოში სანქციას, გარდა იმისა, რომ გვასანქცირებენ იმ პოლიტიკის არგატარების გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია და რომელიც აშშ-ს უნდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
დეპუტატმა ამერიკის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
“ძირითადად, ეს იყო კლიშეები, პოლიტიკური ზეწოლის მიზნით გაკეთებული გარკვეული განცხადებები, რომლის უკანაც, ფაქტობრივად, არის სიცარიელე”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.