“პოლიტიკაში თუ ერევი, მაშინ უნდა გახდე პოლიტიკოსი და ხალხს შესთავაზო ალტერნატივა” – მაჭარაშვილი

“პოლიტიკაში თუ ერევი, მაშინ უნდა გახდე პოლიტიკოსი და ხალხს შესთავაზო ალტერნატივა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“თუ ხალხს ემსახურები ხელოვნებით, სპორტით, კულტურით და ა.შ. მაშინ ასე უნდა ემსახურო ხალხს და შენი არჩევანი გააკეთო არჩევნებზე.

ხმების დაცვა არავის არავისგან სჭირდება, მაგრამ საქართველოს ნამდვილად სჭირდება დაცვა ჩარევებისგან, მაგრამ, რატომღაც, ამაზე არავინ არაფერს ამბობს”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები