იაგო ხვიჩია: ჩვენს პოლიტიკოსებს ქართველი ხალხი სკლეროზიანი ჰგონიათ, ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა „ნაცები“ ტრამპისტები გახდნენ

რუსეთში ვიზიტი რომ ჰქონდეთ, არც ეს გამიკვირდება. პრინციპები სულ ისე ლაგდება, როგორც ლაგდება კოალიციები,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, რიტორიკის შეცვლა იმის ნიშანია, რომ პოლიტიკოსებს ქართველი ხალხი სკლეროზიანი ჰგონიათ.

“რიტორიკის შეცვლა იმის ნიშანია, რომ ჩვენს ძვირფას პოლიტიკოსებს ქართველი ხალხი სკლეროზიანი ჰგონიათ. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა „ნაცები“ ტრამპისტები გახდნენ და ჩვენ ბულინგის მსხვერპლი ვიყავით, რადგან ჩვენი პოლიტიკური ელიტა ტრამპის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ტყუილები ყველაზე კარგად ხელისუფლებას გამოსდის, მეტი პროპაგანდის საშუალება აქვთ და მეტადაც იტყუებიან. როგორც ჩანს, ამის მეტი სტაჟიც აქვთ. ოპოზიციამაც მეტი არაფერი იცის და ტყუილებიც კარგად გამოსდის, მაგრამ მცდარი ტაქტიკა აქვთ, რადგან ტყუილების პროპაგანდა ხელისუფლებას უკეთ გამოსდის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები