„კონგრესმენებმა წაიკითხონ საერთაშორისო დასკვნები, სადაც საქართველოზე პოზიტიური შეფასებებია გამჭვირვალობის თუ შეკრების თავისუფლების თვალსაზრისით” – მაჭარაშვილი

„კონგრესმენები რუსულ კანონპროექტს თუ კითხულობენ, ეს თავიანთ თანაშემწეებს მოჰკითხონ. როცა საუბარია საქართველოსა და იქ არსებულ დემოკრატიაზე, ამხელა ქვეყნის ამხელა კონგრესმენები რომ არიან და მძიმე-წერტილსაც კითხულობენ, მარცხნივ ან მარჯვნივ მაგიდაზე უნდა ედოთ საერთაშორისო დასკვნები საქართველოზე, სადაც ქვეყნის დაწინაურებაზეა საუბარი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“შე დალოცვილო, თანაშემწის დაწერილს ერთი-ერთში რომ კითხულობ, ჯერ წაიკითხე საერთაშორისო დასკვნები, სადაც ქვეყანაზე პოზიტიური შეფასებებია, გამჭვირვალობის თუ შეკრების თავისუფლების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები