გურამ მაჭარაშვილი : “ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი, როგორც მოყვარეს“ – ეს ითქმის ელისაშვილ-ხაზარაძეზე

ამომრჩეველი ელისაშვილს ჰკითხავს, ხაზარაძეში ვეღარ ხედავს თაღლითს და აღარ არის ის კაცი, რომელიც მომაკვდავ პატიმრებს კრედიტებს უხსნიდა ციხეში და ხალხს ძარცვავდა? ხაზარაძე შეიცვალა?, – ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი გურამ მაჭარაშვილი ალეკო ელისაშვილის გაერთიანებას ოპოზიციურ ძალებთან.

„ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი, როგორც მოყვარეს“ – სწორედ ეს ითქმის ელისაშვილ-ხაზარაძეზე. ამომრჩეველი ელისაშვილს ჰკითხავს, ხაზარაძეში ვეღარ ხედავს თაღლითს და აღარ არის ის კაცი, რომელიც მომაკვდავ პატიმრებს კრედიტებს უხსნიდა ციხეში და ხალხს ძარცვავდა? ხაზარაძე შეიცვალა? აგენტურაზე ხელს რომ მოაწერს, ეს იმის შედეგია, რადგან უკვე აღარავინ გეკითხება, ვისთან მიხვიდე და ვისთან არა.

შეიძლება, მათ ხელის ჩამორთმევის და თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ, მაგრამ როცა პატრონი გეტყვის, ასე უნდა გააკეთო, შემდეგ დაივიწყებ მომაკვდავ პატიმრებს, როგორ ძარცვავდა ხაზარაძე. ამ ყველაფერს ხელსაც ჩამოართმევ, ჩაეხუტები, რადგან ამას შენი უცხოელი პატრონი გიბრძანებს.

ხაზარაძე და ელისაშვილი ლამის ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთმანეთისთვის მორალურად მიუღებლები იყვნენ. როგორ შეიძლება, მათ გაერთიანებას ხმა მისცე? გამოდის, ხაზარაძემ ელისაშვილს კრედიტი გაუხსნა, რადგან მანამდე ამბობდა, როცა პატიმარს კრედიტს უხსნი ციხეში, არაკაცი ხარო და ახლა ხელს ართმევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები