რა გამოცდილებაც გაგვაჩნია, იქედან გამომდინარე, სუსის განცხადება არის სანდო – გურამ მაჭარაშვილი

იმედი მაქვს, სუსი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ მკვლელობის ფაქტს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი მაღალი პროფესიული მუშაობის დონე ბევრჯერ აჩვენა. ტერორისტული აქტები არაერთხელ იყო აღკვეთილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის საქართველოში უცხოელების ჩამოყვანა რადიკალური პროცესების განვითარების მიზნით. ეს იგივე სემინარის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს. იგივე იყო აქციებზე, სადაც დადასტურდა, რომ შტურმი იყო და პოლიციელებზე თავდასხმა – სახელმწიფოში გადატრიალების მზადება იყო. რა გამოცდილებაც გაგვაჩნია, იქედან გამომდინარე, სუსის განცხადება არის სანდო”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები