კრივის საერთაშორისო ასოციაცია IOC-ის რიგებიდან გარიცხეს – ხელმძღვანელი რუსი უმარ კრემლევია

პარიზში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 142-ე სესიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, IOC-ის მიერ აღიარებული საერთაშორისო ფედერაციათა სიიდან გაირიცხა კრივის საერთაშორისო ასოციაცია (IBA), რომლის ხელმძღვანელიც არის რუსი უმარ კრემლევი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

“საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა IBA-ს (მაშინ – AIBA) უფლებამოსილება 2019 წელს შეუჩერა ორგანიზაციის მმართველობასთან, ფინანსებთან, მსაჯობასთან და დოპინგთან დაკავშირებული სადავო და საეჭვო შემთხვევების გამო. იმავდროულად, კრივის საერთაშორისო ასოციაციას ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე მოკრივეთა ტურნირის ჩატარების უფლება ჩამოერთვა.

ტოკიოს ოლიმპიურ რინგზე მოკრივეთა ასპარეზობებს IOC-ის სპეციალური კომისია ხელმძღვანელობდა. ასე იქნება პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც.

პარიზის სესიაზე სხვა მრავალ საკითხთა შორის ასევე მიიღეს საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის (FINA – Federation Internationale de Natation) სახელცვლილება. კერძოდ, დღეიდან FINA ოფიციალურად იწოდება როგორც World Aquatics”, – აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები