ჯაფარიძე – ელისაშვილის პარტიასთან მოლაპარაკებებზე: ყველამ უნდა შევძლოთ და გადავდოთ პირადი წყენები
”ყველამ უნდა შევძლოთ და გადავდოთ პირადი წყენები”, – ასე ეხმაურება “ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე პარტიასთან – “მოქალაქეები” დაწყებულ მოლაპარაკებებს გაერთიანებასთან დაკავშირებით.
“მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები პარტია “მოქალაქეებთან”. ვფიქრობთ, ეს მოლაპარაკებები, ძალიან მალე, წარმატებით დასრულდება. ყველამ უნდა შევძლოთ და გადავდოთ პირადი წყენები”, – აღნიშნავს ჯაფარიძე.