დღეიდან ონკოპაციენტებს მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეუძლიათ
დღეიდან ონკოპაციენტებს მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეუძლიათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება შესაბამისი პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად.
“სამინისტრო, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ამავე მიდგომების გამოყენებით, რაც შეიძლება მეტად უმტკივნეულო გახადოს მკურნალობის პროცესი და რაც შეიძლება მეტად გააუმჯობესოს სტანდარტები, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მკურნალობის მიწოდება”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.