ქადაგიშვილი – საქართველოში როზნერის ვიზიტზე: ეს არის “ნაცმოძრაობის” პიარი არჩევნების დროს, რაც რადიკალიზაციაზეა აწყობილი
პიარტექნოლოგი – ჯერემი როზნერი საქართველოშია. ამჯერად, როზნერი დავალებებს “ლელოს” აძლევს. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ რადიკალების მიზანი წინასაარჩევნო კამპანიაში დაპირისპირების გაღვივებაა.
“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” პიარი არჩევნების დროს. ეს მთლიანად რადიკალიზაციაზეა აწყობილი. შედეგი არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის საარჩევნო კამპანიაში მძიმე ელემენტებისა და დაპირისპირების გაღვივება. ამავდროულად, შედეგი არის წარუმატებელი”, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.