ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას შეუერთდა
„ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ელისაშვილთან გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით „ძლიერი საქართველოსთვის“.
მანამდე აღნიშნულმა პარტიამ განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.