“ინფრასტრუქტურული მიმართულებით წელს 20 მილიონ ლარამდე იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დამატებით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და რეგიონული განვითარების სამინისტროდან” – ირაკლი შენგელია

“ჯამურად, ინფრასტრუქტურული მიმართულებით წელს 20 მილიონ ლარამდე იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და დამატებით ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და რეგიონული განვითარების სამინისტროდან”, – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

“დღესაც ჩვენ მიღებული გადაწყვეტილებით დამატებით ვახდენთ ფინანსური რესურსის უზრუნველყოფას ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, როგორც არის ლიფტების რეაბილიტაცია, უკვე არსებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სახურავების რეაბილიტაცია, თუმცა რა თქმა უნდა, რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევა საბინაო ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ თანხების მაქსიმალურად მობილიზებას ვახდენთ რეგიონული განვითარების ფონდიდან თუ სხვადასხვა მიმართულებიდან.

ქალაქში ასევე ხორციელდება ცენტრალური ბულვარის განახლება, რაც ერთი-ორად გაზრდის ქუთაისისადმი ინტერესს, მათ შორის ტურისტების მხრიდან. რა თქმა უნდა, ძირითადად ეს პროექტი ეხება ქუთაისის მაცხოვრებლებს. ეს პროექტი მიმდინარეობს ე.წ. დიზაინ ბილდით ანუ ეტაპობრივი განვითარებით, პროექტირებაც და რეაბილიტაციაც ერთდროულად ხორციელდება. პრემიერის რეგიონების პროგრამის განახლების ფარგლებში მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია მოხდა და სწორედ ამ პროგრამის გაგრძელებაა ის, რაც დღეს ისტორიულ ნაწილში მიმდინარეობს“, – განმარტა შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები