მიქანაძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: რაზეც ეს ადამიანები გუშინ ერთ პოზიციას ამტკიცებდნენ, დღეს აბსოლუტურად საპირისპიროს ამბობენ
“ამ ადამიანებმა თითქოს უცებ ფერი იცვალეს, ისინი ცნობილი პირები არიან ოპოზიციური რადიკალური ფრთის სპექტრიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ რაზეც ეს ადამიანები გუშინ ერთ პოზიციას ამტკიცებდნენ, დღეს აბსოლუტურად საპირისპიროს ამბობენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“როგორც ჩანს, პიარტექნოლოგებმა, რომლებიც მათ ჰყავთ დაქირავებული, ასეთი მესიჯბოქსის დავალება მისცეს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში – მცდელობაა, რომ მოატყუონ, მაგრამ ისინი იმ შეცდომას უშვებენ, რომ საზოგადოებას არ ავიწყდება ის, რაც მათ თქვეს. საზოგადოების მეხსიერებაში ძალიან კარგად არის ცნობილი, როგორ განცხადებებს აკეთებდნენ და როგორი მოწოდებები იყო იმ კონტექსტში, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, რაც საკუთარი მოსახლეობისთვის სანქციების დაწესებას ნიშნავდა”, – აღნიშნა მიქანაძემ.