“ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქე გარე ზეგავლენებისაგან დაცული იყოს” – ირაკლი ქადაგიშვილი
ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი გამოწვევა და საფრთხე,
რომელიც ეხება საქართველოს პოლიტიკაში და მით უმეტეს, არჩევნებში უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით, იყოს დაზღვეული და ამ მიმართულებით პრევენცია იყოს მიღებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
“ამ კუთხით გეუბნებით, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩრდილოეთიდან იქნება, სამხრეთიდან, დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქე გარე ასეთი ზეგავლენებისაგან დაცული იყოს”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.