“სუსი თავის სიმაღლეზე დგას და ქვეყანას არაერთხელ ააცილეს რევოლუციური სცენარები თუ ტერორისტული აქტები” – მაჭარაშვილი
“სუსი თავის სიმაღლეზე დგას და ქვეყანას არაერთხელ ააცილეს რევოლუციური სცენარები თუ ტერორისტული აქტები”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“თითქმის ექვსი დღის განმავლობაში ამ საქმეს მალავდნენ. მათი დუმილი და შემდეგ არაადეკვატური ღიმილი იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, იქნებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რაც არის მათთვის გეგმა „ბ“, რადგან გეგმა „ა“ ჩაუვარდათ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იდგება და არავის ექნება საშუალება, გადატრიალება მოახერხონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.