“რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო, რომ საქართველოში სტაბილური ვითარება არ ყოფილიყო და ეს ჩარევა თუ იქნება, ამის აღკვეთისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ” – ქადაგიშვილი
“ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქე დაცული იყოს გარე ზეგავლენებისგან და თავისუფლად იღებდეს საკუთარ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო, რომ საქართველოში სტაბილური ვითარება არ ყოფილიყო და ეს ჩარევა თუ იქნება, ამის აღკვეთისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაგრამ ეს იქნება დესტრუქციისთვის, რადგან მღვრიე წყალში თევზის დაჭერა ყველას უადვილდება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.