“მიზანშეწონილი არ მგონია, რომ პარლამენტის წევრები აკეთებდნენ განცხადებებს სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე” – იონათამიშვილი

“მიზანშეწონილი არ მგონია, რომ პარლამენტის წევრები აკეთებდნენ განცხადებებს სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე, მით უმეტეს, როცა ეს არის კერძო დავასთან დაკავშირებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

“ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმებული უნდა ვიყოთ, რომ მსგავს საკითხებზე პოლიტიკოსების განცხადებები არ კეთდებოდეს. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რაღაც „კლანებზე“ საუბარი არაერთხელ გაგვიგია, მაშინ, როცა საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რომელიმე კლანი არსებობს და ის ბუნდოვანი და არაგამჭვირვალეა, ზუსტად ის კლანია, რაც პორტირებულია პოლიტიკურ „ენჯეოებში“ და მათი მიზანია არა ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ საკუთარი დავალებების მიმცემთა ინტერესების დაკმაყოფილება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები