დავით მათიკაშვილი: არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის, არამედ მთლიანად ნაკრების მიმართ ვნახეთ ზღვარგადასული სიძულვილი, რომელიც რადიკალური ოპოზიციიდან იყო წამოსული

არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის, არამედ მთლიანად ნაკრების მიმართ ვნახეთ ზღვარგადასული სიძულვილი, რომელიც რადიკალური ოპოზიციიდან მოემართებოდა, – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ფეხბურთელ გიორგი გველესიანის განცხადებას.

„ამ უსამშობლო ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია ჩვენი ქვეყნის წარმატება. მათ დღის წესრიგში მუდმივად იქნება საკითხი, რამენაირად შეძლონ და ის წარმატება გააუფასურონ, რომელსაც ჩვენმა სპორტსმენებმა მიაღწიეს“, – თქვა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას ვრცელი განცხადებით ეხმაურება. სპორტსმენის თქმით, სახეზეა მოსმენილის გააზრების პრობლემა. ფეხბურთელისთვის კორექტულობის საზღვრების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა გველესიანი ამბობს, ხატია დეკანოიძის მხრიდან მისი მისამართით ნათქვამი სიტყვა – ბოროტება კომიკურია.

„ჩვენ ორს შორის, მე არც ღვარძლის თესვით ვარ დაკავებული და არც მოსახლეობის ცნობიერების ძირ გამომთხრელ საქმეს ვეწევი“, – ასე პასუხობს სპორტსმენი პოლიტიკოსს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები