“რაც უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის” – მდინარაძე
“რაც უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
“ჩარევა შეიძლება, ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც. ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია რუბლებით დაფინანსებული და დოლარით დაფინანსებული. შესაბამისად, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, რომ ეს ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან იქნება, აიცილო თავიდან. ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით.
იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს, ამაყი იყოს, საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მისმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები, ამისთვის ჩვენი შვილების ინტერესებიც გაგვიწირავს თურმე, ხომ ?!”, – აღნიშნა მდინარაძემ.