“გარანტირებულად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მსოფლიოში უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნების ჩავატარებთ, მაგრამ მაინც იქნება ხელისუფლების ამოყირავების წარუმატებელი მცდელობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ერთწლიან პერიოდში ქვეყნის არევა, ომში ჩართვა და ამ ქვეყანაში კატასტროფის გამოწვევა მოახერხონ, ოღონდ დავალება შეასრულონ. ერთი პარტიის გარდა, ხუთპროცენტიან ბარიერს ვერც ერთი პარტია ვერ გადალახავს, ამის მცირე შანსი აქვთ. სამწუხაროდ, ძველი „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს, ახალი ეპოტინება მიზანს, დანარჩენები ცდილობენ, მაგრამ ბარიერს ვერ უახლოვდებიან და ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ. იშლებიან, შეკოწოწდებიან, ბარიერს მაინც ვერ ლახავენ – მიზანი აქვთ შესასრულებელი, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას რამენაირად დააშორონ და შემდეგ არჩევნების ლეგიტიმურობაზე ისაუბრონ. გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ, მაგრამ ისინი მაინც დაიწყებენ აქციებს და ეს იქნება ხელისუფლების ამოყირავების მცდელობა, რაც წარუმატებელი იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.