“ეს არის ადამიანების კატეგორია, რომლისთვისაც საქართველოს წარმატება არის სასიკვდილო დარტყმა” – ქადაგიშვილი – გველესიანთან დაკავშირებით

“ეს არის ადამიანების კატეგორია, რომლისთვისაც საქართველოს წარმატება არის სასიკვდილო დარტყმა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ გიორგი გველესიანზე საუბრისას აღნიშნა.

გველესიანი აქტიური განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც მან ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გაახმაურა – მის აზრს შეფასებები პოლიტიკურ ველზეც მოჰყვა.

“ნებისმიერი წარმატება, ნებისმიერი წარმატებული ადამიანი, უნდა მოიძებნოს თუნდაც გამოგონილი საბაბი და მოხდეს ამ ადამიანების დაბულინგება”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები