„ძველი „ნაცმოძრაობა“ ,ლახავს 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს, ახალი „ნაცმოძრაობა“ ეპოტინება ამ მიზანს, დანარჩენები ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ უახლოვდებიან” – მდინარაძე

„ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ, ლახავს 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ ეპოტინება ამ მიზანს, დანარჩენები ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ უახლოვდებიან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. დავალებული აქვთ, რომ მათ რამენაირად დააშორონ საკონსტიტუციო უმრავლესობას „ქართული ოცნება“ და შემდეგ ილაპარაკონ არჩევნების ლეგიტიმურობაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო დემოკრატიული არჩევნები რომ ჩავატაროთ, ამ შემთხვევაშიც კი, მეორე დღიდან დაიწყებენ აქციებს და ეს იქნება ხელისუფლების კიდევ ერთხელ ამოყირავების მცდელობა, რაც შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ იქნება წარუმატებელი“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები