რადიკალური ოპოზიცია ერთსა და იმავე წარუმატებელ გზაზე დადის – მათიკაშვილი
ოპოზიცია ერთხელ რომ წაიტეხავს სადღაც ფეხს, მერე იმ გზას უბრუნდება,- ამის შესახებ საუბრობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი.
“რადიკალური ოპოზიცია ერთსა და იმავე წარუმატებელ გზაზე დადის მუდმივად. დაე, ასე იაროს. როზნერი იქნება ის თუ სხვა პიარ ტექნოლოგი, წარმოუდგენელია, რომ უსიცოცხლო, დაბალი პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის მქონე პარტიას რაიმე ფორმით წაადგეს და ის ამ ჭაობიდან ამოიყვანოს”,- განაცხადა მათიკაშვილმა.