“მხოლოდ მეექვსე დღეს რის საფუძველზე წამოსცდათ ან მოუწიათ აღიარება, რომ საქმე ამ უმძიმეს დანაშაულსაც ეხებოდა?” – იონათამიშვილი

“უკვე მეექვსე დღეა, რაც მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულებით სახელმწიფოს გადატრიალების უმძიმეს მუხლებზე და ამ ექვსი დღის განმავლობაში ეს ადამიანები საგულდაგულოდ მალავდნენ, რომ გამოძიება, მათ შორის, ეხებოდა ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

“აქ ჩნდება სწორედ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები – რატომ მალავდნენ რადიკალური ოპოზიციის მედიასაშუალებები, გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები და მხოლოდ მეექვსე დღეს რის საფუძველზე წამოსცდათ ან მოუწიათ აღიარება, რომ საქმე ამ უმძიმეს დანაშაულსაც ეხებოდა”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები