სლოვაკეთმა ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი მიიღო
სლოვაკეთმა F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, მერიკის შეერთებული შტატებიდან სლოვაკეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემა COVID-19-ის პანდემიისა და ჩიპების დეფიციტის გამო ორი წლით გადაიდო.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინმა აღნიშნა, რომ F-16-ები სლოვაკეთის თავდაცვისუნარიანობის ზრდას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთმა სულ 14 F-16 უნდა მიიღოს და დანარჩენი 12 გამანადგურებელი სლოვაკეთს მომავალი ორი წლის განმავლობაში გადაეცემა.