“სასამართლო არის დამოუკიდებელი ინსტანცია და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნ პირებთან დაკავშირებულ ბედს თავად წყვეტს” – მათიკაშვილი
“სასამართლო არის დამოუკიდებელი ინსტანცია, ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნ პირებთან დაკავშირებულ ბედს თავად წყვეტს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
“რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მედიას ძალიან გინდათ, გააშუქოთ სცენა, როგორ ერევა ხელისუფლება სასამართლოს საქმეში. ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში არ ერევა – სასამართლოს თავისი დღის წესრიგი აქვს და თვითონ წყვეტს საკითხს, ვინ დაინიშნოს თუ არ დაინიშნოს კონკრეტულ თანამდებობაზე.
ამ საკითხზე პასუხი ამოწურულია. თქვენ მოგწონთ 2012 წლამდე არსებული ვითარება, როცა ხელისუფლება ღრმად და მკაცრად ერეოდა სხვა სახელისუფლებო შტოების გადაწყვეტილებებში”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.