სამხრეთ სამეზობლოში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა გახდება

სამხრეთ სამეზობლოში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა გახდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.

„ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონები ჩვენი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია. ხავიერ კოლომინას ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა სამხრეთში ნატოს მნიშვნელოვან მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ინფორმაციისთვის, ხავიერ კოლომინა პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა და ამ დრომდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები