ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა(ფოტო,ვიდეო)

ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 13 კი – დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს, ნეაპოლის სკამპიას რაიონში მოხდა – აივანი მესამე სართულზე ჩამოინგრა, რამაც მეორე და პირველი სართულებიც დააზიანა.

აღსანიშნავია, რომ დაშავებულებს შორის 2-დან 8 წლამდე ასაკის 7 ბავშვია.

მომხდარზე ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები