“კი არ ჩაერია სასამართლო პრეზიდენტის უფლებებში, არამედ თავის ვალდებულება შეასრულა” – მაჭარაშვილი
“სასამართლომ ჩათვალა საჭიროდ და შეაჩერა პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი. ეს შეიძლება, ვინმეს მიაჩნდეს სწორად ან არ მიაჩნდეს, მაგრამ იმის თქმა, რომ “ვინ ეკითხება მოსამართლეს”, არის სამარცხვინო”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“შეიძლება, ვინმემ გააკრიტიკოს სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ. მაგრამ კი არ ჩაერია სასამართლო პრეზიდენტის უფლებებში, არამედ თავის ვალდებულება შეასრულა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.