სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრები შეიკრიბნენ
კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების გამო, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრები შეიკრიბნენ.
ისინი აღნიშნავენ, რომ ამით პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება იზღუდება.
შეგახსენებთ – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო და დააკმაყოფილა სარჩელი, რაც უმაღლესი საბჭოს წევრად კანდიდატის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობას გულისხმობს.