კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდება
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დაბრუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი COVID-19-ის გამო დელავერის შტატში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დღეს თეთრი სახლიდან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება.
ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაბრუნდება და მოგვიანებით დახურულ ბრიფინგს დაესწრება.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენს COVID-19 17 ივლისს დაუდასტურდა.