გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ გვაქვს მშვიდობის, კეთილდღეობის, ღირსების შენარჩუნების დღის წესრიგი – არჩევანი ძალიან მარტივად გასაკეთებელი იქნება
26 ოქტომბერი არის პირდაპირი რეფერენდუმი. რატომ? იმიტომ, რომ საჯაროდ აქვს გაცხადებული ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს მშვიდობის, კეთილდღეობის, ღირსების შენარჩუნების დღის წესრიგი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არჩევანი ძალიან მარტივად გასაკეთებელი იქნება“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.