მეთიუ მილერი – “მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა – და მხოლოდ ქართველმა ხალხმა – გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი”

მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

“არაერთხელ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, როგორც რეგიონში, ისე – მთელ მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ფხიზლად ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა – და მხოლოდ ქართველმა ხალხმა – გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნა მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები