“ფაქტობრივად, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი მშვიდობასა და ომს შორის” – წილოსანი

“ფაქტობრივად, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი მშვიდობასა და ომს შორის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა ისაუბრა.

“ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ პერიოდში, მთელი ამ ორი წლის მანძილზე ყველანაირი შესაძლებლობით დაიცვა მშვიდობა ქვეყანაში და ახლაც საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდება მშვიდობას ღირსებითა და კეთილდღეობით, რაც მთავარია, მშვიდობით ევროკავშირის წევრობა იქნება მთავარი “ქოლგა” ჩვენი საარჩევნო პროგრამის, რომელსაც ჩვენს ამომრჩეველს საარჩევნო კამპანიის პერიოდში გავაცნობთ”, – განმარტა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები