ლატვიამ უკრაინას 500-ზე მეტი დრონის პირველი პარტია გაუგზავნა
ლატვიამ უკრაინაში 500-ზე მეტი დრონის პირველი პარტია გაგზავნა, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ადრის სპრუდსმა განაცხადა.
„პაკეტები 500-ზე მეტი დრონით იწყებენ მოგზაურობას უკრაინაში“, – წერს სპრუდსი სოციალურ ქსელ X-ში.
მანამდე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ განაცხადა, რომ რიგა მალე გაუგზავნიდა კიევს დრონების პირველ პარტიას, რომლის ღირებულება 1 მილიონი ევრო იქნებოდა.