აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ მცდარი და სახიფათო ნაბიჯია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ მცდარი და სახიფათო ნაბიჯია.

„ევროკავშირის გადაწყვეტილება სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ მცდარი და სახიფათო ნაბიჯია, რომელიც ემსახურება რეგიონში დაძაბულობის გაზრდას. ევროკავშირის მსგავსი ქმედებები ცალმხრივი და მიკერძოებულია და რეგიონში „გამყოფი ხაზების“ შექმნის პოლიტიკის გამოვლინებაა.

სომხეთისთვის ზემოაღნიშნული სამხედრო დახმარება და მომავალში ასეთი მხარდაჭერის გაზრდის მოწოდება სომხეთის სამხედრო გაძლიერებასა და რეგიონში მის დესტრუქციულ აქტივობას ემსახურება“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების სპიკერმა, აიხან გაჯიზადემ.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი კატეგორიულად აპროტესტებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნული დახმარების შესახებ გამჭვირვალე ინფორმაციას ელოდება.

მათივე განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ასეთი ნაბიჯები და აღიაროს, რომ რეგიონში მშვიდობასა და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი ასევე გაიზიარებს პასუხისმგებლობას სომხეთთან ერთად დესტაბილიზაციის გამომწვევ შესაძლო პროვოკაციებზე“, – დასძინა აიხან გაჯიზადემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები