ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კრისტენ მიხალის კანდიდატურა დაამტკიცა.
კრისტენ მიხალს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 27 პარლამენტარი.
კრისტენ მიხალი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კაია კალასს ჩაანაცვლებს, რომელმაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნის გამო 15 ივლისს თანამდებობა დატოვა.