აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი: ტრამპის მკვლელობის მცდელობა ათწლეულების განმავლობაში საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული მარცხია
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული მარცხია ათწლეულების განმავლობაში, – ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლიმ დონალდ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ის „ცას და დედამიწას შეძრავს“, რათა მსგავსი მოვლენა აღარ განმეორდეს.
„ყველაფერს გავაკეთებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარასდროს განმეორდეს. ვამაყობ იმ ქმედებებით, რომელიც განხორციელდა ყოფილი პრეზიდენტის დაცვისა და სნაიპერთა ჯგუფის მიერ, რომლებმაც გაანეიტრალეს შეიარაღებული პირი.
13 ივლისს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული მარცხია ათწლეულების განმავლობაში. საიდუმლო სამსახურის უმთავრესი მისიაა, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ლიდერები. 13 ივლისს ჩვენ მარცხი განვიცადეთ. როგორც შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის დირექტორი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ სააგენტოს ნებისმიერ შეცდომაზე. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ მიმდინარე გამოძიებასთან“, – აღნიშნა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა.