“[ბაიდენმა] ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენა, რაც დონალდ ტრამპს არასდროს გაუკეთებია” – რიჩარდ ბლუმენტალი

“პრეზიდენტი ბაიდენი იყო ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი, ყველაზე გაბედული პრეზიდენტი”, – ამის შესახებ დემოკრატმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წინასაარჩევნოდ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ამ გადაწყვეტილებით მან ხელი შეუწყო ლიდერობის მემკვიდრეობის განმტკიცებას. მან ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენა, რაც დონალდ ტრამპს არასდროს გაუკეთებია. ჯო ბაიდენი დღეს მოქმედებდა ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. მან ერის კეთილდღეობა საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენა”, – აღნიშნა ბლუმენტალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები