“როგორ შეიძლება, ვაშაძეს ჰქონდეს იმის მორალური უფლება, ორ პარტიას შემოუძახოს” – ოდიშარია

“როგორ შეიძლება, ვაშაძეს ჰქონდეს იმის მორალური უფლება, ან ის იყოს უპირობო მორალური ავტორიტეტი, რომ შემოუძახოს ორ პარტიას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

დეპუტატმა “ლელოსა” და გახარიას პარტიაზეც გააკეთა კომენტარი.

“მათი მდგომარეობა, ცალკე აღებული, ცოტა მძიმე სანახაობაა. ამ ხალხს არ უნდა ერთმანეთი და, როგორც მაგნიტს აქვს პლუსი და მინუსი, ასეთი მდგომარეობაა ამ ორ პარტიას შორის.

მე არ ვიცი, “ლელოს” გამოხსნას საიდან აპირებს ბატონი გახარია. “ლელო” თავის გზით მიდის და ფაქტი ჯიუტია, ის “ნაციონალურ მოძრაობასთან” პოზიციონირებს და სცენაზე ერთად დგანან, როცა სჭირდებათ, კულუარებშიც აქვთ გარკვეული კონსულტაციები. გახარიას რაც შეეხება – მას, ჩემი აზრით, ერთადერთი ინტერესი აქვს – ეს არის მერკანტილური, ალბათ, “ლელოს” ფინანსურ შესაძლებლობებთან წვდომა”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები