“მე არ მგონია, რაციონალური იყოს მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგზე ყოფნა” – ოდიშარია
“მე არ მგონია, რაღაც პიროვნული თვისებები ჰქონდეს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გამაერთიანებელისა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“მოგეხსენებათ, ერთ და ორ მიტინგზე გამოსვლა არაფერს ნიშნავს. ამ ადამიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი, ინდივიდუალურ აქტივობას იქნება ძალიან ახლოს 1-2 პროცენტთან. თუ გადადგება, ეს მაჩვენებელი იქნება 0.
მე არ მგონია, რაციონალური იყოს მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგზე ყოფნა, მით უმეტეს, მით უმეტეს, მას მალე ეწურება საკუთარი უფლებამოსილება”, – აღნიშნა დეპუტატმა.