“[ზურაბიშვილი] ლიდერობს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო შტაბს” – ოდიშარია
“ვფიქრობ, ის [ზურაბიშვილი] დიდი ხანია, ჩართულია საკუთარ საარჩევნო კამპანიაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“ის ლიდერობს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო შტაბს, რა თქმა უნდა, არაფორმალურად. გარკვეული პერიოდის წინ მე ვერ ვიჯერებდი, რომ სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდებოდა რადიკალური ოპოზიციის ზრახვებისა და შტაბის სათავეში და ის სათავეში ჩაუდგებოდა “ნაცმოძრაობას” – ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო წლებისა და თვეების წინ.
სალომე ზურაბიშვილმა ნაბიჯ-ნაბიჯ, უფრო და უფრო გაამძაფრა დამოკიდებულება მმართველი ძალის მიმართ, ის აბსოლუტურად ჩამოშორდა იმ პოზიციას, რომელსაც ჰქვია “ზეპარტიული პრეზიდენტი”, როგორადაც ის იყო არჩეული და ერთი-ერთში ჩაჯდა “ნაციონალური მოძრაობის” მესიჯბოქსში”, – აღნიშნა ოდიშარიამ.