გურამ მაჭარაშვილი : სარჩელის შეტანით ზურაბიშვილმა ორი უცოდინარობა გამოავლინა

სარჩელის შეტანით ორი უცოდინარობა გამოავლინა ზურაბიშვილმა,- აღნიშნული განცხადებით „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.

„ერთი ის, რომ ვერაფერს მოძებნის, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის საწინააღმდეგოდ, იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ უკვე მთელს მსოფლიოში იღებენ.

მეორე ის, რომ აღიარა იმ ორგანოს ლეგიტიმაცია, რომელმაც ის ცნო, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები