სენატორი ჯეი დი ვენსი: [ჰარისი] თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ცრუობდა ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ
“ჯო ბაიდენი იყო ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ჩემს სიცოცხლეში და კამალა ჰარისი მასთან ერთად იყო ყოველ ნაბიჯზე”, – ამის შესახებ სენატორი ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში წერს.
სენატორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას მალავდა.
“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მან [ჰარისმა] ხელი მოაწერა ბაიდენის მწვანე თაღლითობის პოლიტიკას, რამაც გაზარდა საცხოვრებლისა და სასურსათო პროდუქტების ღირებულება. მას ეკუთვნის ყველა ეს წარუმატებლობა და ის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ცრუობდა ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ.
პრეზიდენტი ტრამპი და მე მზად ვართ გადავარჩინოთ ამერიკა”, – წერს ჯეი დი ვენსი X-ზე.