„გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მეტი და მეტი განცხადება კეთდება ევროპარლამენტში თუ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში” – წილოსანი

„გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მეტი და მეტი განცხადება კეთდება ევროპარლამენტში თუ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა ისაუბრა.

“პიარულად მომგებიანია, რომ ახლა, ამ ეტაპზე სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ. მათი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოში რაც მეტი სარჩელი შევა, უკეთესი ჰედლაინი გავა მედიასივრცეში, რომ კანონს მასობრივად აპროტესტებენ. ალბათ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ეს ფეიკნიუსები არ ქმნის არც პოლიტიკას და არც ქვეყნების განწყობებს. არჩევნები დაადასტურებს, რომ ამ პრინციპის ამუშავებას ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერა აქვს“, განმარტა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები