“არჩევნები მოდის და, რა თქმა უნდა, სააკაშვილს პირადი ხმების რესურსი გააჩნია” – ქადაგიშვილი
„მიხეილ სააკაშვილის საკითხს პერიოდულად მიივიწყებენ ხოლმე და შემდეგ გაიხსენებენ. ახლა არჩევნები მოდის და, რა თქმა უნდა, სააკაშვილს მისი პირადი ხმების რესურსი გააჩნია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
“ამ ხმების მოსაპოვებლად ეს აქტიურობა ხდება. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილს არჩევანის გაკეთება მოუწევს რომელიმე ერთ დაჯგუფებაზე. ალბათ, დიდი ალბათობით, აქცენტს გააკეთებს ძველ „ნაცმოძრაობაზე“, რომელიც 5 ნომრით გამოვა“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.