“ევროპის მშვიდობის ფონდი” სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროთი დაეხმარება
“ევროპის მშვიდობის ფონდი” სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროთი დაეხმარება.
გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა გადაწყვიტა, სომხეთს დახმარება მშვიდობის ფონდიდან გამოუყოს.
გადაწყვეტილების მიზანია, გაძლიერდეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები და ხელი შეეწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას საგანგებო სიტუაციების დროს.