“თავად კეზერაშვილი ადასტურებს, რომ აფინანსებს ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მათ შორის, ენჯეოებს” – მაჭარაშვილი
“თავად კეზერაშვილი ადასტურებს, რომ დიახ, ის აფინანსებს ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მათ შორის, ენჯეოებს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“ამიტომ, აქ გასაკვირი კი არ არის, რომ კეზერაშვილთან ჩადიან, არამედ გასაკვირი არის ის, რომ იმ 30-დან 40 მანდატამდე, რომელიც მაქსიმუმ შეიძლება, ოპოზიციამ აიღოს, ვის რა მანდატი შეხვდება და არა ის, რომ ხალხს უთხრან, რა ალტერნატივა აქვს მშვიდობას”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.