ენჯეოები, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი რგოლები ხდებიან – რატი იონათამიშვილი
ეს ე.წ. პოლიტიკური ენჯეოები არათუ დანამატები არიან პოლიტიკური პარტიების, არამედ, ხშირ შემთხვევაში, მათი დავალების მიმცემი და ხელმძღვანელი რგოლებიც კი ხდებიან ხოლმე,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“ასეთი შეხვედრები როცა იმართება ხოლმე, რაც პირდაპირ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და საერთაშორისო სახსრებით ხდება წინასაარჩევნო კამპანიების და შეხვედრების დასპონსორება, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის პრინციპს”,- განაცხადა იონათამიშვილმა.